როგორ მოემსახურება მოქალაქეებს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ახალი წლის ღამეს 23:00-დან, 73 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, იუწყება თბილისის მერია.

გავრცელებული განცხადებით, 31 დეკემბრის 23:00-დან 73 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

როგორ მორთეს საახალწლო ნაძვის ხეები ცნობილმა ადამიანებმა

„31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122, N140.

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა >>

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში არაერთი ღონისძიება იგეგმება. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 28 დეკემბრიდან 13 იანვრამდე პერიოდში პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელში" ნინო ქათამაძის კონცერტი, საშობაო ბაზრობა, გასტრონომიული მარკეტი, ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა მრავალი ღონისძიება ელოდებათ.