მარნეულში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორსული ქალი გარდაიცვალა

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში ხუთი თვის ორსული ქალი სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტრაგედია პარასკევს მოხდა.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.