თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისში დიდი სისწრაფით მოძრავი ტაქსი მეეზოვეს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
26 დეკემბერი 2018, 18:51
უბედური შემთხვევა დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში დღეს გამთენიისას მოხდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 70 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.