კავსაძე: მხოლოდ სიყვარული გააძლებინებს საქართველოს

მსახიობი კახი კავსაძე მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით ეშველება ხალხს.
Sputnik

„მინდა,  მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. მე მინდა, ჩვენ სულ ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და ალბათ მაშინ ნამდვილად გვეშველება. თუ ჩვენ შევძლებთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და პლუს კიდევ შევძლებთ ერთმანეთის სიყვარულს, აი, მაშინ ნამდვილად გვეშველება“, - ამბობს კახი კავსაძე.

მსახიობის თქმით, საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს და გააძლებინებს.