მსოფლიო დღეს

ძლიერი მიწისძვრა ვულკანი ეტნას ამოფრქვევის შედეგად იტალიაში

Sputnik

სიცილიაზე, ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნას რაიონში მიწისძვრა მოხდა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში მიწისძვრის შედეგები

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სიცილიის პორტი კატანიას აღმოსავლეთით 15 კილომეტრში. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ევროპის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი, რომელიც იტალიის კუნძული სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, კათოლიკური შობის წინა ღამეს ამოიფრქვა.

1 / 10
სიცილიაზე კათოლიკური შობის წინა ღამეს ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა
2 / 10
მიწისძვრა კატანიის ოლქში მოხდა
3 / 10
ვულკანის გაღვიძების შემდეგ, სეისმოლოგებმა 150-ზე მეტი სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს
4 / 10
მიწისძვრის შედეგად სამედიცინო დახმარება 28 ადამიანს დაჭირდა
5 / 10
დაშავებულთა უმეტესობამ მსუბუქი ტრავმა მიიღო, ზოგიერთი ადამიანი შოკურ მდგომარეობაში იყო
6 / 10
ვულკანის ფერფლი დაილექა ბევრ ქალაქსა და დასახლებაში
7 / 10
ნგრევა დაფიქსირდა სანტა-ვენერინას ოლქსა და ძაფერანა-ეტნეას კომუნაში
8 / 10
ადგილობრივი მოსახლეობა ეტნას ამოფრქვევას პანიკის გარეშე შეხვდა
9 / 10
უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ დროებით შეზღუდა გადაადგილება კატანია-მესინას ტრასაზე
10 / 10
ბოლო ეტნას აქტიურობა 2017 წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც ათი ადამიანი დაშავდა