თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა, წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო და მაშველების დახმარება დასჭირდა. მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან ავტომანქანაც გამოიყვანეს.
მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.