ზამთრის სილამაზე ფშავში - ფოტომოგზაურობა საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში

Sputnik

მოგზაურთა ჯგუფმა ფშავში ლაშქრობა გამართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ფშავის ულამაზესი ფოტოები ზამთრის პერიოდში

1 / 15
ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2 / 15
ზამთრის დადგომასთან ერთად, და უფრო ადრეც, ფშავში ყინვა იწყება და თოვლი მოდის
3 / 15
ასე რომ, ფშავში ნამდვილად ცივი ზამთარია
4 / 15
მოლაშქრეთა ჯგუფი ამ რეგიონის მთელი სილამაზის სანახავად გაეშურა
5 / 15
ზამთრის ფშავის სილამაზის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია
6 / 15
ყინულის უფორმო ფიგურები სილამაზით ყველას მოხიბლავს
7 / 15
ღრმა თოვლში მოკლე მანძილის დაფარვასაც საკმაოდ დიდი დრო ჭირდება
8 / 15
მაგრამ ასეთი ლაშქრობა მის მონაწილეებს დიდხანს დაამახსოვრდებათ
9 / 15
რეგიონში ადგილობრივები ცხოვრებენ. ისინი ფშავურ დიალექტზე საუბრობენ, აღმსარებლობით კი მართლმადიდებლები არიან
10 / 15
ფშაველების ტრადიციები ძალიან გავს თუშეთისა და ხევსურეთისას
11 / 15
ადგილობრივებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულია, თუმცა ქალაქის მცხოვრებისთვის ასეთი სურათი ნამდვილად საოცარია
12 / 15
ფშავი კავკასიონის ქედებზე მდინარე არაგვის გაყოლებაზეა განთავსებული. ზაფხულობით აქ არ ცხელა, ხოლო ზამთარში ტემპერატურა -30 გრადუსამდე ეცემა
13 / 15
ყინვაში დათოვლილი ფერდობების გავლის შემდეგ, მოლაშქრეებმა მწყემსების ქოხებს მიაგნეს, სადაც მათ ცეცხლის დანთება და გათბობა შეძლეს
14 / 15
ერთ-ერთ ქოხში ასეთი ხის ხელსაწყოები ეკიდა. მათი დახმარებით მწყემსები ყველს ამზადებენ. ისინი მთებში დათბობის შემდეგ გამოჩნდებიან, როდესაც თოვლი გადნება
15 / 15
მოლაშქრეები ფშავიდან იმავე დღეს დაბრუნდნენ.ფოტო გადაღებულია მზის ჩასვლისას, როდესაც დათოვლილი მთების დამპყრობლები ფშავიდან უკან მოემგზავრებოდნენ