თბილისში გაზის ტარიფები შემცირდა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება გაზის ტრანსპორტირების ღირებულების შემცირებიდან გამომდინარე მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის „ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფები შეამცირა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტარიფის გადახედვა მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა" კომისიას ტარიფების გაზრდის ნებართვისთვის მიმართა.

ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან 0,015 თეთრით შემცირდება, ანუ, ერთ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირზე 46,154 თეთრიდან 46,139 თეთრამდე.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ღირებულება.