კათოლიკურმა სამყარომ შობა აღნიშნა

Sputnik

ევროპის ქვეყნების უმეტესობა კათოლიკური და პროტესტანტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შობას ევროპაში 25 დეკემბერს აღნიშნავენ, თუმცა ეს არ ცვლის დღესასწაულის არსს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ აღნიშნავენ კათოლიკურ შობას სხვადასხვა ქვეყნებში

შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა მსოფლიოს საეკლესიო კრებამ V საუკუნეში დაამკვიდრა. მას შემდეგ დეკემბრის წინასაშობაო პერიოდი და შობა - ყველაზე მხიარული და ხმაურიანი დროა წლის განმავლობაში.

თითქმის ყველა ევროპულ ქალაქში გაიხსნა საშბაო ბაზრობები, სახლები და მაღაზიები ლამაზი დეკორაციებითაა მორთული.

1 / 14
კათოლიკური შობის აღნიშვნა მოსკოვში
2 / 14
მოხალისეები სანტა-კლაუსის კოსტიუმებით ღარიბებისთვის საჩუქრების დარიგებამდე, სეული
3 / 14
გოგონა შობის წინა ღამეს ვიეტნამში
4 / 14
ტურისტები პოზირებენ ნაძვისხესთან, ავსტრალია
5 / 14
ბავშვები შობის ღამეს მანილაში
6 / 14
სასულიერო პირი ეკლესიაში მიმსვლელებს აკურთხებს საშობაო ღვთისმსახურებაზე, ინდოეთი
7 / 14
ნიგერიელი მლოცველები ბაზილიკაში
8 / 14
კათოლიკური შობის აღნიშვნა ჰონკონგში
9 / 14
საშბაო მესა წმინდა მარიამის კათოლიკურ ეკლესიაში, დუბაი
10 / 14
საჩუქრებით დატვირთული სპილო შობის აღნშვნის დროს, ტაილანდი
11 / 14
სასულიერო პირები შობის აღნიშვნისას ლიეტუვაში
12 / 14
მლოცველები საშობაო მესაზე ვატიკანში
13 / 14
ჩინელი სასულიერო პირები შობის ღამეს პეკინში
14 / 14
შეყვარებული წყვილი საშობაო მესის დროს სტამბულში