საქართველოს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 57 წლის გახდა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერმა ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა და პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ალიევი და ბახტაძე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას მიესალმნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცება კვლავ გაგრძელდება.

ილჰამ ალიევი 1961 წლის 24 დეკემბერს ქალაქ ბაქოში დაიბადა. მისი მონაწილეობა არჩევნებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე 2003, 2008, 2013 და 2018 წლებში წარმატებით დასრულდა.