საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან ოთხ თვეში

აგვისტო-ნოემბრის პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 665 მოქალაქეს უთხრეს.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სტატისტიკურ მონაცემებში.

ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია (152 ადამიანი) განხორციელდა გერმანიიდან. ამავე პერიოდში ავსტრიიდან დეპორტირებულია საქართველოს 74 მოქალაქე. მესამე ადგილზეა საფრანგეთი – 70 ადამიანი.

დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანა

ამასთან, აგვისტო-ნოემბრის პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი უთხრეს საქართველოს 665 მოქალაქეს. ყველაზე მეტი მოქალაქე არ შეუშვეს იტალიაში (152), კვიპროსზე (89) და გერმანიაში (69).

შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. თუმცა, ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა, მათ შორის არიან გერმანია, ისლანდია, შვედეთი.

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს>>

მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, უვიზო რეჟიმით ისარგებლა საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ.