ბეგაშვილი: ყოველთვის მიმართლებდა და მყავდა ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემზე ჭკუას კარგავდა
© Sputnik
„არის რაღაცები, რაზეც მინდა ვთქვა, რომ გეყოფათ, მორჩა! მაგრამ ხალხი ჭრელია, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და უნდა ილაპარაკონ. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ. ყოველთვის მიმართლებდა და მყავდა ისეთი მამაკაცი, ვინც ჩემზე ჭკუას კარგავდა“, — ამბობს შორენა ბეგაშვილი.
ტელეწამყვანის განცხადებით, არ სჩვევია დეპრესია. რთული მომენტების დროს ყოველთვის ახერხებს სიტუაციის განეიტრალებას და მდგომარეობიდან გამოსვლას.