400-ზე მეტი დაღუპული ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის შედეგად

Sputnik

ინდონეზიაში ცუნამმა ასობით შენობა გაანადგურა, დაზიანდა ათასობით ავტომობილი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები ტრაგედიის ადგილიდან.

ცუნამის ტალღები ინდონეზიის დასავლეთში ზონდის სანაპიროს დაატყდა თავს. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 281 ადამიანი შეეწირა, 57 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ჯამში სტიქიური უბედურების შედეგად 3000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასზე მეტი ევაკუირებულია. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და ევაკუაცია კვლავ გრძელდება. 

1 / 15
შაბათს საღამოს ინდონეზიის დასავლეთში, ზონდის სრუტის სანაპიროებს ცუნამის ტალღები დაატყდა თავს
2 / 15
ოფიციალური მონაცემებით, ცუნამს 281 ადამიანი შეეწირა
3 / 15
57 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
4 / 15
სტიქიური უბედურების შედეგად 3000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
5 / 15
ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია
6 / 15
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება
7 / 15
ცუნამის შედეგად ასობით სახლი და შენობა განადგურდა
8 / 15
ხელისუფლება ზომებს ღებულობს, რათა გადარჩენილები უზრუნველყონ საკვებითა და თავშესაფრით
9 / 15
თუმცა დახმარება დასახლებულ პუნქტებამდე საკმაოდ ნელა მიდის, მსხვერპლის რაოდენობა იზრდება
10 / 15
მაშველები კუნძულ სუმატრაზე ნანგრევებში ეძებენ გადარჩენილებს
11 / 15
მამაკაცი ცუნამის შედეგად დანგრეული სახლის წინ
12 / 15
მეცნიერთა აზრით, ცუნამი ანაკ-კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევის შედეგია
13 / 15
წყალქვეშა მეწყერმა უჩვეულოდ დიდი წყალთან ერთად სავსე მთვარის გამო ვულკანი გააღვიძა
14 / 15
ინდონეზიას ჯერ არ გააჩნია ცუნამის შესახებ წინასწარ გამაფრთხილებელი სისტემა
15 / 15
ინდონეზიაში სტიქიური უბედურებების წინასწარ გაგების სისტემის დანარგვაში რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა