ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდულობს

წლის დასაწყისიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე 197,5 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი იყიდა. ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2.6617 შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი დაბალი ინფლაციის პროგნოზს აკეთებს

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან 17 სავალუტო აუქციონი გამართა, რომლებზეც 197,5 მლნ დოლარი იყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ ორშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი არის 2,6627 GEL/$1.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.