თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ამა თუ იმ დარღვევის გამო შსს-ს რიგებიდან 128 ადამიანი დაითხოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეარხის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური სახდელი შსს-ს 1 382 თანამშრომელს დააკისრა, აქედან 601 იყო შენიშვნა, 311 - საყვედური, 334-ს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, 8 თანამშრომელი წოდებაში ჩამოაქვეითეს.
2017 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარია გახდა, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.
გახარიას დანიშვნისთანავე დაანონსდა უწყებაში რიგი რეფორმების გატარების შესახებ. ამ დროის განმავლობაში შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, დაიწყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადება ასევე გაჩნდა მართლწესრიგის ოფიცერი - უბნის ინსპექტორის ანალოგი.
ამასთან, სამსახურში მიღებისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად შსს-ში ახალი წესები შეიმუშავეს.
როდის გაიზრდება პოლიციის თანამშრომელთა ხელფასები >>
წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 250 ლარით მოუმატეს. 2019 წლიდან ხელფასების გაზრდა უწყების დანარჩენი თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.
დღეისათვის შსს-ში 32 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.