თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს ორთაჭალაში მოხდა. დაღუპულები 30 წლამდე არიან. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს. დაპირისპირების დროს ასევე ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორ ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.