რუსთავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - არიან დაშავებულები

შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე - დამწვარია ჯიხური

შემთხვევა დღეს, ლესელიძის ქუჩაზე მოხდა.

ხანძრის შედეგად ერთმა მამაკაცმა მეოთხე ხარისხის დამწვრობა, მეორემ კი კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს.