ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 24 დეკემბერს

დღის განმავლობაში ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ორშაბათს, 24 დეკემბერს მოღრუბლული ამიდი ელოდებათ.

მზე 08:25 საათზე ამოვა და 17:34 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +3 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.