საქართველოს პრეზიდენტს სადეპუტატო სტატუსი შეუწყდა

პარლამენტის დეპუტატის მანდატი ვაკანტური აპრილის ბოლომდე დარჩება
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა. პარლამენტის 150 დეპუტატიდან სხდომას ესწრებოდა 93 დეპუტატი. გადაწყვეტილება მიღებულია 93 ხმით. წინააღმდეგი არც ერთი არ იყო.

„ბედნიერი ვარ“ – ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა >>

დეპუტატები მუშაობას ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში გააგრძელებენ

მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართა.

ბოლო დრომდე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი მთაწმინდის ერთმანდატიანი ოლქიდან. ინაუგურაციის შემდეგ მისმა საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტს მისი სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.