თბილისის გარეუბანში „რადიოქალაქი“ გაჩნდება

„რადიოქალაქს“ მუხიანში ააშენებენ და ის სავაჭრო სივრცეებს, სპორტული მოედნებს, აუზებსა და ბავშვთა გასართობ ზონას მოიცავს
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ დააანონსა სავაჭრო-გასართობი ცენტრ „რადიოქალაქის“ აშენება მუხიანში, რათა ის „მიზიდულობის ახალ ცენტრად“ აქციოს.

ტელეანძის მოდერნიზაციისთვის  10 მილიონი დოლარი დაიხარჯება

პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო სივრცეების, სპორტული მოედნების, აუზების, ბავშვთა გასართობი ზონის შექმნას. პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური კვლევა უკვე ჩატარდა.

„ეს პროექტი არა მხოლოდ გლდანის, თემქისა და მუხიანის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის იქნება საინტერესო“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

მერი დარწმუნებულია, რომ „რადიოქალაქი“ იქნება მნიშვნელოვანი როგორც ტურიზმის, ისე მოსახლეობის დასაქმების კუთხით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ დოლარს შედგენს.