ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე - დამწვარია ჯიხური

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ერთ-ერთ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ფეიქრების ქუჩაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ე.წ. დაშლილების ბოქსებს გაუჩნდა. დამწვარია დაახლეობი 70 კვ. მეტრი ფართობი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო სამაშველო ჯგუფი. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.