ახალციხეში 31 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ახალციხეში 31 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია

რუსთავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - არიან დაშავებულები

ქალი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურიდან იყო და ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ახალციხეში კვების ერთერთ ობიექტში მუშაობდა. დღეს სამსახურში უნდა მისულიყო და როცა არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს.

„ამასობაში კი მისი სახლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლში გარდაცვლილი უნახავთ", – ამბობენ კვების ობიექტში.

მათი თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  გარდაცვლილის ცხედარი სოფელში გადაასვენეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.