რჩევები მეკო კეთილაძისგან: როგორ განვაახლოთ ძველი ნაძვის ხე

წელიწადში ერთხელ ყველა სახლში სითბო და ბარაქის მომტანი ნივთების შეტანას ცდილობს, ამიტომ  საახალწლო აქსესუარებს დიდი მონდომებით და სიფრთხილით არჩევენ.  საკმაოდ აქტუალურია ხლენაკეთი ნივთების შეძენა... მეკო კეთილაძე  ხელნაკეთი ნივთები კი თქვენს სახლებში საოცარ საახალწლო განწყობას შეგიქმნით.
Sputnik

ნინი რაზმაძე 

- რამდენი ხანია რც ხელნაკეთ ნივთებს ქმნით?

- ბავშვობიდან ვცდილობდი გამელამაზებინა  ის გარემო, სადაც მუდმივად მიწევდა ყოფნა, იდეაც,  ალბათ,  აქედან წამოვიდა. შემდეგ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამჟამად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შექმნილი ნივთები ადამიანებს გულს უთბობს. 

 რჩევები მეკო კეთილაძისგან: როგორ განვაახლოთ ძველი ნაძვის ხე

- მუშაობის პროცესზე მოგვიყევით. ალბათ,  საინტერესოსთან ერთად საკმაოდ რთულიც არის…

- საყვარელი საქმე არასოდეს არ არის რთული, პირიქით დიდი განტვირთვაა ჩემთვის. რაც შეეხება საინტერესოს , ცხოვრების რთულ პერიოდებში  ყოველთვის საინტერესო და ლამაზი გამომდის ყოველი ნივთი.

- რას სთვაზობთ მომხმარებელს?

– არასოდეს არ ვაკეთებ გათვლას მომხმარებელზე, მოდის იდეა და  იქმნება აქსესუარიც... გამოგიტყდებით და თავიდან ძალიან მენანებოდა ნამუშევრის გაცემა, თუმცა, მოგვიანებით იგი შემოსავლის ერთ-ერთ  წყაროდ მექცა.

–  საკმაოდ შრომატეავადი საქმეა.  რა დრო  სჭირდება ნივთების შექმნას?

–  გააჩნია რა დეკორაციას ვქმნი,შესაბამისად დროც ამაზეა დამოკიდებული.  შესაძლოა, ერთ კონკრეტულ ნივთს რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. როდესაც კომპანიების დაკვეთაზე ვმუშაობ,    მაგალითად,  ხუთასი ან მეტი  ანგელოზი  ერთ კვირაშიც დამიმზადებია. 

 რჩევები მეკო კეთილაძისგან: როგორ განვაახლოთ ძველი ნაძვის ხე

– როგორც ვიცი ხეზე მუშაობთ,  რატომ აირჩიეთ ხე?

– საერთოდ ყველაფერი ბუნებრივი და სადა მიყვარს. მარტო ხეს არ ვანიჭებ უპირატესობას, სხვადასხვა ნივთებიც მაქვს, რომელსაც  ბუნებრივი  მასალით ვქმნი. ამისათვის ახალი წლის წინა დღეებში ყოველთვის მიწევს ბუნებაში გასვლა,რათა მოვიმარაგო გირჩები, წიწვები , უცნაური ფორმის ტოტები და ბევრი სხვა საინტერესო რამ. არასოდეს არ ვაგდებ  ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს,  ვცდილობ მათგან  ორიგინალური და ლამაზი აქსესუარი შევქმნა.

– საახალწლო აქსესუარებიც  საკმაოდ ბევრი გაქვთ შექმნილი...

ახალი წელი ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია, შესაბამისად, ფანტაზიაც შეიძლება უსაზღვრო გქონდეს. ნებისმიერ მობეზრებულ სათამაშო შეიძლება ძალიან ორიგინალურად და ლამაზად განაახლო.  ამისათვის ბევრჯერ გამომიყენებია ე.წ. მეორადებში  აღმოჩენილი ლამაზი ტექსტილი, სპეციალური ბრჭყვიალები, ბრონზეს საღებავები. 

 რჩევები მეკო კეთილაძისგან: როგორ განვაახლოთ ძველი ნაძვის ხე

– რა უპირატესობა აქვს ხელნაკეთ სათამაშოებს?

– ხელნაკეთი სათამაშოები პირველ რიგში ეკოლოგიურად უსაფრთხოა, რასაც დიდ  უპირატესობას ვანიჭებ. ხელნაკეთ ნივთს სხვა ხიბლი აქვს, მეტ სისადავეს და  სულიერებას აძლევს. ის ერთადერთია და არასოდეს არ ჰგავს სხვას,  შესაბამისად, ყოველი ნივთი  ასახავს  ჩემს ხასიათს. თუმცა,  ბევრი ნამუშევარი მაქვს ისეთი, რაც შემდგომ  სხვადასხვა ინტერნეტ–საიტზე მინახავს, რომელიც სხვადასხვა კომპანიას დაუკვეთია კონკრეტულად.

– თქვენი ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი რომელია?

– ბევრი საახალწლო აქსესუარი მაქვს დამზადებული, მაგრამ ყველაზე პოპულარული ბუნებრივი წიწვებისა და გირჩებისაგან  დამზადებული ნაძვის ხეა. ასევე სუფრის გასალამაზებელი  გვირგვინები,  გირლანდები... 

 რჩევები მეკო კეთილაძისგან: როგორ განვაახლოთ ძველი ნაძვის ხე

– საახალწლო რჩევები  მიეცით მკითხველს, როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლისთვის?

– თითოეული ადამიანი ცდილობს, რომ  სახლი ლამაზად მორთოს. გააჩნია ვის როგორი გემოვნება  და ხედვა აქვს.  ჩემი რჩევა მკითხველისთვის ასეთი იქნება – გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი სიმწვანე და თბილი განათება, რაც ინტერიერში თბილს გარემოს ქმნის. არასოდეს არ გადაყაროთ ძველი საახალწლო აქსესუარები., რადგან, შესაძლოა,  მათ  ახალი,  სრულიად განსხვავებული იერსახე მისცეთ. ყველა ოჯახში მოიპოვება ძველი ნაძვის ხე, რომლის წიწვებისაგან შეიძლება დამზადდეს ულამაზესი გირლანდა. გადააბით დრეკადი მავთულით ნაძვის ხის წიწვები, ისე რომ მეტი მოცულობა  ჰქონდეს,  შემდეგ  სილიკონის საშუალებით თოფით ჩაამაგრეთ ბუნებრივი გირჩები, სხვადასხვა ადგილებში გირჩებსა და წიწვებს წაუსვით აკრილის თეთრი საღებავი.  წელს ძალიან ტრენდულია ოქროსფერი,  ამიტომ წებოს გამოყენებით დააყარეთ მათ ოქროსფერი ბრჭყვიალები, რომელიც ნებისმიერი  გალანტერიის მაღაზიაში იყიდება და დაამაგრეთ ნათურები თბილი განათებით. ეს დეკორაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც აივნებზე,  ასევე ს ჭაღებზე , კიბეებზე , თაროებსა და კედელზე.  იმედია ყველა ოჯახში ბედნიერების მომტანი იქნება 2019 წელი. გისურვებთ სიკეთეს,  ბარაქასა და წარმატებულ  წელს!!!