ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? – პრეზიდენტმა კანდიდატები დაასახელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები  თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ
Sputnik

თბილისი,  21 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი დაასახელა. 

ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას მხარს უჭერს

ზურაბიშვილმა კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ დაასახელა, რომელიც გუშინ გაიმართა.

კანდიდატებს შორის არიან ცესკოს ბოლო თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომლის უფლებამოსილების ვადა უკვე გავიდა. ჟვანია აღნიშნულ თანამდებობას  2013 წლის სექტემბრიდან იკავებდა.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ასევე დასახელებული არიან მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტი  წარადგენს.   ცესკოს თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით  ხუთი წლის ვადით აირჩევა, რისთვისაც  კომისიის საერთო შემადგენლობის (11 ადამიანი)  2/3–ის თანხმობაა აუცილებელი.