„ეს ამბავი სტალინმა თვითონ მოუყვა კანდიდ ჩარკვიანს, რომლის მემუარებშიც თავად წავიკითხე“, – ამბობს თომა ჩაგელიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
თომა ჩაგელიშვილი – ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი. საქართველოს ისტორიის ცალკეულ, მნიშვნელოვან მოვლენებზე გადაღებული აქვს 24 დოკუმენტური ფილმი: „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, „70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა“, „თბილისის ომი 1991–1992 წლები“, „პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სიკვდილი“ და სხვ. 2010 წელს ფონდ „ინტერნიუსთან“ თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი „ევროპის მეზობლები“. 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდია „თი-სტუდიის“ დამფუძნებელი.