ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

ახალი წელთაღრიცხვა რუსეთში პირველმა იმპერატორმა პეტრე პირველმა შემოიღო, რის შედეგადაც „სამყაროს შექმნიდან 7208 წელი“ 1699 წლად იქცა
Sputnik

ახალი წელი რუსეთში ტრადიციულად ოჯახურ დღესასწაულად მიიჩნევა, რომელიც, როგორც მიღებულია, მაგიდასთან ჯდომასა და კილოგრამობით „ოლივიეს“ ჭამაში უნდა გაატარო.

თუმცა უკვე ხუთი წელია, რაც საკუთრივ მოსკოველებიცა და ქალაქის სტუმრებიც არჩევენ, რომ დღესასწაულს ქუჩაში შეხვდნენ. არცაა გასაკვირი. ქალაქი ამ დროს ათასფრად ნათდება და მართლაც ზღაპრულს ემსგავსება.

საუკუნოვანი ტრადიციები

ახალი წელი რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ჯერ კიდევ უძველეს დროში დაიწყეს და მე-15 საუკუნემდე 1 მარტს ზეიმობდნენ. შემდეგ ის მე-18 საუკუნემდე 1 სექტემბერს აღინიშნებოდა, მას შემდეგ კი ახალი წლის დადგომა 1 იანვარს აღინიშნება.

ახალი წელთაღრიცხვა რუსეთში პირველმა იმპერატორმა პეტრე პირველმა შემოიღო, რის შედეგადაც „სამყაროს შექმნიდან 7208 წელი“ 1699 წლად იქცა. მანვე გასცა ბრძანება, ახალი წელი ევროპელებივით 1 იანვარს ეზეიმათ, რისთვისაც ნაძვის ხეები და ქალაქის მთავარი ქუჩები სადღესასწაულოდ უნდა მოერთოთ. ასე იქცა ნაძვი ორი დღესასწაულის, შობისა და ახალი წლის სიმბოლოდ.

ქალაქის მცხოვრებლებს შეეძლოთ თოფიდან სროლით აღენიშნათ ახალი წლის დადგომა, ხოლო წითელ მოედანზე, თოფებიდან და ქვემეხებიდან სროლის გარდა, დიდი ფეიერვერკიც ეწყობოდა. მაშინ ჩაეყარა საფუძველი სახალხო სეირნობასა და მასკარადებს.

1917 წელს რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ გაუქმდა როგორც შობის, ისე ახალი წლის აღნიშვნა, ვინაიდან ეს დღესასწაულები ძველი წყობის სიმბოლოებად მიიჩნეოდა. სწორედ მაშინ გაქრა საახალწლო ნაძვის ხეები და ქალაქის მორთულობაც.

საყვარელი დღესასწაულის დაბრუნება მხოლოდ 1935 წელს, სტალინის მმართველობის პერიოდში გადაწყდა. 1947 წელს 1 იანვარი გამოსასვლელ დღედ გამოცხადდა, ხოლო 1969-1970 წლიდან სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულად ულოცავს ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

საბჭოთა წლებში მოსკოვის ქუჩებში ჩნდებოდა მორთული ნაძვები და თოვლის ბაბუები, სნეგუროჩკები და თოვლის კაცები, გაჭიმული იყო მოლივლივე ნათურები და სადღესასწაულო ტრანსპარანტები. გარდა ამისა, ქალაქში იმართებოდა ნაძვის ხეებისა და საახალწლო ბაზრობები.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრადიცია შენარჩუნდა და შობა–ახალ წლებზე ქალაქი ძველებურად კაშკაშად ირთვება. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ეს ყველაფერი სპეციალური სცენარის მიხედვით კეთდება.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

2012 წლიდან დიდი ყურადღება ეთმობა მოსკოვში საერთაშორისო სტანდარტების კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ახალი ქუჩების მოწყობას, ახალი და დემოკრატიული ფასების მაღაზიებისა თუ კაფეების გახსნას. უცხოელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი შეიცვალა და ბევრად მოხერხებული გახდა.

 

უკვე შვიდი წელია, რაც მოსკოვში შესაბამისი პროგრამის თანახმად ნათდება შენობები, ხიდები და არქიტექტურული ძეგლები, რაც უნიკალურ სივრცით განათებას ქმნის.

დიზაინი დიდ ქალაქში

2012 წელს მოსკოვში ახალი საფეხმავლო ქუჩები გაჩნდა, აი, ქალაქის გაფორმების ერთიანმა კონცეფციამ კი ქუჩებში ოდნავ მოგვიანებით, 2013-2014 წლებში გადაინაცვლა.

ქალაქის კულტურის დეპარტამენტის დაკვეთით სწორედ მაშინ ჩართეს ქალაქის სადღესასწაულოდ გაფორმების საქმეში ცნობილი რუსი დიზაინერის არტემი ლებედევის სტუდია, რომელმაც საახალწლო ლოგოტიპები, ორნამენტები, პიქტოგრამები და ჩუქურთმები შექმნა. საზეიმო გაფორმების სლოგანად იქცა ფრაზა „ზამთრის საუკეთესო ქალაქი“.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

ახალი საფეხმავლო ზონები, ბულვარები და სკვერები მაშინ უჩვეულო დეკორატიული ელემენტებითა და სინათლის ფიგურებით მოირთო. სულ მოსკოვში დაახლოებით 12 ათასი შუქმნათი ობიექტი დაიდგა, რომლებიც ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარენ. ქუჩებში გაჩნდა „ვარსკვლავიანი ცისა“ და შუქმნათი ხეების განათებული კონსტრუქციები.

 

მაშინ ჩატარდა პირველად ფესტივალი „მოგზაურობა შობა დღეს“ ციკლიდან „მოსკოვური სეზონები“.

ცეცხლის სერპანტინი

მომდევნო ახალ 2014-2015 წელს დედაქალაქის მოსართავად შემუშავდა თემატური კონცეფცია სახელწოდებით „ცეცხლის სერპანტინი“. საფეხმავლო ქუჩებში პირდაპირ გამვლელების თავზე ორიგინალური განათებული კონსტრუქციები აინთო.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

ქალაქში განთავსდა ათასობით ნაძვის ხე, რომელთა შორის იყო ტრადიციული ხეებიცა და კრეატიული ვარიანტებიც – თანამედროვე მასალების გამოყენებით.

 

ყველაზე მნიშვნელოვან მოედნებზე – სმოლენსკაიაზე, ზუბოვსკიაიაზე, სერპუხოვსკაიაზე, ტაგანსკაიასა და სხვებზე თანაბარი სიმაღლის ნაძვის ხეები დაიდგა და თითოეული ინდივიდუალური დიზაინით მოირთო. საინტერესოა, რომ მაშინ დედაქალაქის მორთვის კონცეფცია თავად მოსკოველებმა აირჩიეს პორტალზე „აქტიური მოქალაქე“.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

 

ახალი წლისა და შობისთვის ტრადიციულ მოსართავებს დაემატა 2015 წელს გამოცხადებული „რუსული ლიტერატურის წლის“ აღმნიშვნელი მოსართავებიც.

საფოსტო მარკა

2015-2016 წლების მიჯნაზე მოსკოვის საახალწლო მორთულობის მთავარ სიმბოლოდ საფოსტო მარკა იქცა. საქმე ისაა, რომ ახალი წელი და შობა – ეს კეთილი სურვილებისა და მილოცვების დროა, რასთანაც ასოცირდება კიდეც ღია ბარათი და საფოსტო მარკა.

მოედნებზე, საზოგადოებრივ სივრცეებსა და საფეხმავლო ქუჩებში გაჩნდა მოცულობითი დეკორატიული კონსტრუქციები, ნაძვის ხის დიდი ბურთები, ყვავილის ფორმის სინათლის შადრევნები. ყველა ამ ელემენტს აერთიანებდა თემა „საახალწლო განწყობა“, რომლის სიმბოლოც საფოსტო მარკა იყო.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

 

იმავე სტილში იყო გაფორმებული ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მაღაზია ГУМ-ი, რომელიც წითელ მოედანზე მდებარეობს.

მეგობრობა იტალიასთან

2017 წლის შესახვედრად მოსკოვი იტალიურ სტილში მოირთო. მთავარი მოტივი იტალიური ორნამენტები იყო, რომლისგანაც შედგებოდა დამდეგი 2017 წლის ლოგოტიპი. ისინი ასევე გამოიყენეს ქალაქის სინათლის კონსტრუქციებში. ხელისუფლებამ თავისი არჩევანი იმით ახსნა, რომ იტალიისა და რუსეთის კულტურები ისტორიულად მსგავსია.

მოსკოვის სადღესასწაულო მორთულობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განათებულმა კონსტრუქციებმა, მაგალითად, დიდმა ბურთებმა, თაღებმა, სინათლის შადრევნებმა.

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

ფესტივალის Путешествие в Рождество ფარგლებში საახალწლო ილუმინაცია განსაკუთრებულად კაშკაშა და დასამახსოვრებელი გამოვიდა. მოსკოველები სიამოვნებით სეირნობდნენ ქუჩებში და არაჩვეულებრივი „დეკორაციების“ ფონზე სურათებს იღებდნენ.

მთელი ცხოვრება თეატრია

2017-2018 წლის საახალწლო დღესასწაულისთვის თეატრალური თემატიკა შეირჩა. ამიტომ ქუჩებში თეატრალური სცენები, ნიღბიანი ფიგურები, განათებული კულისები და მარაოები გაჩნდა. ქალაქი ღია ცის ქვეშ მოწყობილ ელვარე თეატრს დაემსგავსა.

ფესტივალთან Путешествие в Рождество დაკავშირებით 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე რამდენიმე მთავარი ქუჩა იყო გადაკეტილი.

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

ფესტივალზე სხვადასხვა წარმოდგენებს მართავდნენ და სპექტაკლებსაც აჩვენებდნენ. სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საავტორო სტრიტფუდები, გადაეღოთ ფოტოები ინსტალაციების ფონზე, ეცეკვათ და ემღერათ.

უნივერსალური მარაგი

მართალია, საახალწლო მოსართავები ყოველ წელს იქმნება, მაგრამ არა ყველა. ზოგი მათგანი მრავალჯერადია. „ქალაქს დეკორატიული ელემენტების საკმაო მარაგი აქვს, რაც საშუალებას იძლევა, მორთულობაზე შედარებით ნაკლები ხარჯები გავწიოთ“, – განმარტავენ მოსკოვის ენერგეტიკულ კომპანიაში.

მსხვილი ობიექტებიდან მრავაჯერადი გამოყენებისაა შუქმნათი თაღები, „ვარსკვლავებიანი ცა“ და სინათლის ხეები.

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

„მთლიანობაში მოცულობითი დეკორატიული კონსტრუქციები, რომლებითაც ქალაქი საახალწლოდ ირთვება, შეიძლება იმავე სახით გამოვიყენოთ, ან მცირე ცვლილებით ახალი და უნიკალური სახე მივცეთ“, – აცხადებენ მოსკოვის გაერთიანებულ ენერგეტიკულ კომპანიაში.

ყველა გემოვნებისთვის

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

მოსკოვში შობა–ახალ წლებზე ათასნაირი ბაზრობა იმართება. უკვე ტრადიციულად იქცა ბაზრობები მანეჟისა და წითელ მოედანზე. იქ სავაჭრო პავილიონების გარდა არის ათასგვარი გასართობი, მაგალითად, კარუსელები და საქანელები. გარდა ამისა, წითელ მოედანზე ეწყობა საციგურაო მოედანი.

 

ვარსკვლავებიანი ცა და ფანტასტიკური გარდაქმნა: მოსკოვი საახალწლოდ ირთვება

საშობაო ბაზრობა ეწყობა კუზნეცკის ხიდსა და ВДНХ-ზე, ხოლო „სოკოლნიკებისა“ და გორკის სახელობის პარკებში ევროპაში ყველაზე დიდი საციგურაო მოედნები კეთდება.

ქალაქში მომხდარი ცვლილებები ხელს უწყობს მოსკოვის პოპულარობის ზრდას ტურისტებს შორის. ბევრი მოგზაური აღნიშნავს, რომ რუსეთის დედაქალაქი ამ ცვლილებებმა უფრო მოხერხებული გახადა. შესაბამისად, ისინი, ევროპის სხვა დედაქალაქების მსგავსად, სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოსკოვს საახალწლო დღესასაწაულების გასატარებლად.