„Sputnik საქართველო“ შეეცდება დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ იდეები, როგორ გაულამაზოთ ახალი წლის ღამე თქვენ საყვარელ ადამიანს.
Coconut ქოქოსის სანათები
„Sputnik საქართველო“ შეეცდება დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ იდეები, როგორ გაულამაზოთ ახალი წლის ღამე თქვენ საყვარელ ადამიანს.
Coconut ქოქოსის სანათები
Fresh Fruit • ფრეშ ფრუთი
„ფრეშ ფრუთი“ შექმნილია იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები გაახაროთ. ის მომხმარებლებს თაიგულების ფართო არჩევანს სთავაზობს. თქვენ წარმოიდგინეთ, თაიგულები როგორც ხილის, ასევე ტკბილეულისა და ყვავილისგან შედგება. შეიძლება თაიგული თქვენი გემოვნებით, კომბინაციით შეიქმნას. კომბინაციები სხვადასხვანაირია, მაგალითად, ხილი და ყვავილი, ყვავილი და ტკბილეული, ტკბილეული და ხილი, ტკბილეული და ვისკი. ეს უკვე თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, დამერწმუნეთ, მსგავსი საჩუქრით ნამდვილად შეძლებთ ადრესატის გაოცებას.
Woolen Stories
უკვე წლებია მოდიდან არ გადადის და აქტუალობას ინარჩუნებს ნაქსოვი ტანსაცმელი, რომელიც ყველანაირ იმიჯს ერგება და ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის განკუთვნილი. Woolen Stories-ის დახვეწილი, გემოვნებიანი და ფერადი სამოსი იტალიური ბაბინის ძაფებით იქსოვება. ის საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი ადრესატისთვის და, დარწმუნებული იყავით, ამისთვის შექებასაც დაიმსახურებთ.
Evoli • ევოლი
სასარგებლო და სურნელოვანი, ხელნაკეთი საპნების ბრენდი „ევოლი“ მათთვისაა შექმნილი, ვისაც ორგანული პროდუქტი იზიდავს. „ევოლის“ საპნები მზადდება მხოლოდ მცენარეულ ზეთებზე და ეთერზეთებზე. არ შეიცავს პარფიუმს და მავნე ქიმიკატებს. ფერთა საოცარი გამა, საუცხოო, მიმზიდველი სურნელი, სასარგებლო თვისებები – ეს მის მიერ შექმნილი პროდუქციის დამახასიათებელი თვისებებია. თქვენი ადრესატი ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩება.
ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!