საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში იმუშავებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა, როგორ გამოიყურება ახალი რეზიდენცია.
ამ დროისათვის ათონელზე მდებარე „ორბელიანის სასახლის“ საპრეზიდენტო ფლიგელში სარემონტო სამუშაოები ჯერ არ არის დამთავრებული. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის კაბინეტი დროებით შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსდება.
გარდა ამისა, ათონელის რეზიდენცია ასევე არ არის მზად მაღალი რანგის სტუმრებისა და უცხოური დელეგაციების მისაღებად.
ჟურნალისტებს, რომლებიც თან ახლდნენ ზურაბიშვილს, მხოლოდ გარემონტებული ნაწილის დათვალიერების უფლება მისცეს.