გარდაიცვალა მსჯავრდებული, რომელიც შიმშილობდა

პატიმარმა პროტესტის ნიშნად 40 დღე იშიმშილა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში 35 წლის მსჯავრდებული გიორგი ფასიეიშვილი გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცოტნე და კოკა გამსახურდია შიმშილობენ: პრეზიდენტის მკვლელობის საქმე შესაძლოა დაიხუროს

ფასიეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა და პროტესტის ნიშნად საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ის სამართალდამცველებმა ერთი წლის წინ მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

პატიმრის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვლილს ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გადაასვენებენ.