ნაძვის ხე ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია ამ ნივთის გარეშე საახალწლო ზეიმის წარმოდგენა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი ნაძვის ხეები.
საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მე-15 საუკუნეში წარმოიშვა გერმანიაში და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დღეისათვის მილიარდობით ადამიანი იცავს ამ საახალწლო ტრადიციას. როგორც წესი, დიდი ქალაქების ცენტრში გიგანტურ ნაძვის ხეებს დგამენ, რთავენ ფერადი სათამაშოებითა და განათებებით. ყოველი ასეთი ნაძვის ხე უნიკალური და გამორჩეულია, ისინი ხომ დღესასწაულის მთავარი სიმბოლო არიან.