თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.
Sputnik

„დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე. ეს დიდი ემოციური მომენტია. ეს საქართველოსა და ემიგრაციის ისტორიაში ნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნდა ემიგრაციის მემკვიდრე. მართალი რომ გითხრათ, ამ მომენტში ყველაზე მეტად ბებიაზე და ბაბუაზე ვფიქრობდი“, – თქვა თეიმურაზ გორჯესტანმა.

პრეზიდენტის ვაჟიშვილის თქმით, ყველაზე მთავარი მისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის არის საქართველოს ევროპული მომავალი.