თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, სანზონის დასახლების, ანაპის 414-ე დივიზიის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას შესახვევის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, VI კვარტლების, ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.