საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრების გარდა მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარში.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესტონეთში სამუშაო ვიზიტით 17 დეკემბერს გაემგზავრება, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ესტონეთის პრეზიდენტი დღეს საქართველოს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სვენ მიქსერთან.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის სპიკერი მონაწილეობას მიღებს სემინარში „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები" და დაათვალიერებს ენერგიის აღმოჩენის ცენტრსა და თბილისის მემორიალს.

ვიზიტი 19 დეკემბერს დასრულდება.

ესტონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.