ლოლაშვილი: თათული რომ დავინახე პირველად სცენაზე, იქ საერთოდ გავნადგურდი

მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი მეუღლეზე – თათული დოლიძეზე საუბრობს.
Sputnik

„მახსოვს რეპეტიციებზე როგორ სუნთქვაშეკრული ვუყურებდი თათულის, მაგრამ როდესაც ჩაიცვა და საბოლოოდ სცენაზე გამოვიდა, აი იქ საერთოდ გავნადგურდი. თათული საოცრად გულისხმიერი ადამიანია“, – ამბობს ჟანრი ლოლაშვილი.

ცნობილი მსახიობის თქმით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ერთმანეთისთვის დროის ჩუქებაა და ის ხანდახან თვითონ სიყვარულსაც ქმნის.