ფოთში თონეში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

უბედური შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ფოთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონეში აფეთქება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ფოთში ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

უბედური შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.