ქუთაისი - მილანის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა

ქალისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით თვითმფრინავი ბელგრადში დაჯდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. თვითმფრინავში, რომელიც ქუთაისიდან მილანში მიფრინავდა, მგზავრი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქალბატონი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც თვითმფრინავი უკვე ჰაერში იმყოფებოდა.

ქალისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით თვითმფრინავი ბელგრადში დაჯდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.