გორში 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. გორში 24 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ფოთში ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ცხედარი სამეფოს ქუჩაზე მეზობელმა აღმოაჩინა.

საცხოვრებელ სახლში კიდევ ორი მამაკაცი იმყოფებოდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უგონო მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.