მაედა: „პირველი ქართული სიტყვები რაც საქართველოში დავიმახსოვრე იყო წავიდა და მოვიდა“

ჰიროტაკე მაედა საუბრობს საქართველოზე, რომლითაც 90-იან წლებში დაინტერესდა, როგორ შეისწავლა ქართული ენა და ჩამოვიდა საქართველოში.
Sputnik

 

„მახსოვს როცა პირველად ვნახე სერგო ფარაჯანოვის ფილმი ტბილისზე და ეს ჩემთვის შოკის იყო“- ამბობს ჰიროტაკე მაედა სატელევიზიო გადაცემაში.

ჰიროტაკე მაედა-იაპონელი მეცნიერი, ქართველოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰიროტაკე მაედა პირველი იაპონელია, ვინც გალაკტიონი იაპონურად თარგმნა. იგი არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და უკვე წლებია, რაც თავის ქვეყანაში ქართულ კულტურას, ისტორიასა და ლიტერატურას უწევს პოპულარიზაციას.