ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 16 დეკემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველებს ფენშუის 16 დეკემბრის პროგნოზს აცნობს.
Sputnik

„16 დეკემბერი წყლის ცხენის დღეა. ეს დღე გახლავთ დღე, როდესაც აუცილებელია შეამციროთ ყოველგვარი აქტიური მოქმედებები და გაატაროთ იგი მშვიდ გარემოში, რადგანაც ნებისმიერი ქმედება იქნება წარუმატებელი და განწირულია ფიასკოსთვის. არ შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა, და მოლაპარაკებების წარმოება. ერთადერთი, რაც შეიძლება ფიზიკური ობიექტების დემონტაჟი გახლავთ. დღეს ნუ აიღებთ სესხს და ნუ გაასესხებთ ფულს“ - აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, ეს დღე არასასურველია ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.