თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლო შესყიდვების დროს ამოიღო
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟინვალში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

უწყების ცნობით, პოლიციამ 21  წლის ა.მ. და 31 წლის ნ.ა   მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფონიჭალაში დააკავა.

„სამართალდამცველებმა საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაკავებულებისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით,  ნ.ა.-ს შემთხვევაში დანაშაული 8-დან  20 წლამდე ან უვადო, ხოლო ა.მ.-ს მიერ ჩადენილი შვიდიდან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.