პრეზიდენტი ქართული საზოგადოების გაძლიერებას სოლიდარობაში ხედავს

პრეზიდენტმა მოუწოდა საზოგადოებას იმ ადამიანების დახმარებისკენ, რომლებიც მას საჭიროებენ
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ქართული საზოგადოების გაძლიერებას სოლიდარობა და ერთმანეთის დახმარება სჭირდება, განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ბატონის ციხეში გაიმართა. ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრიორიტეტები დაასახელა

„ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა, - პირველ რიგში, თაობათა შორის სოლიდარობა, რაც ისტორიულად გვახასიათებდა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ასევე, სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებსაც პირველ რიგში დახმარება სჭირდება.

„სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს“, - აღნიშნა მან.