როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს

თელავში ჩასულ სტუმრებს კვირას მზიანი და თბილი ამინდი ელოდება
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ თელავში, სადაც კვირას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

15:00 საათზე, როდესაც საზეიმო ცერემონია დაიწყება, ჰაერი კახეთში 11 გრადუსამდე გათბება. ღონისძიება ღია ცის ქვეშ ბატონის ციხეში - ერეკლე მეორის სასახლის ეზოში ჩატარდება.

როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს

ცერემონია უნდა იყოს მოკლე და მოკრძალებული, თუმცაღა საქართველოში სტუმრებს 50-მდე ქვეყნიდან ელოდებიან.

პროტოკოლის მიხედვით, ზურაბიშვილმა მარჯვენა ხელი საქართველოს კონსტიტუციას უნდა დაადოს და ფიცის სიტყვები წარმოთქვას.

როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება.

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 28 ნოემბერს გაიმარჯვა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით მან გრიგოლ ვაშაძის დაამარცხა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.