უკრაინის სამხედრო ავიაგამანადგურებელმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ავიაკატასტროფა განიცადა

Су-27 ტიპის თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ჟიტომირის ოლქში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი Су-27 ჩამოვარდა, დაღუპულია მფრინავი, ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა თვითმფრინავის დაშვებისას მოხდა.

„2018 წლის 15 დეკემბერს ჟიტომირის ოლქში, დაახლოებით 15:00 საათზე, გეგმიური ფრენების შესრულებისას, დაშვების დროს ჩამოვარდა თვითმფრინავი Су-27. მფრინავი დაიღუპა. მიმდინარეობს მომხდარის მიზეზებისა და გარემოებების გარკვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.