თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ ბათუმში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე 28 წლის გ.ჩ. დააკავა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე ღამის საათებში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, გ.ჩ.-მ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ.-ს.
შსს-ში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.