ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დაკავებული ძმასთან ერთად მოქმედებდა
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავა.

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 10 მოქალაქე, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდი“

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებული ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“  ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან.

ძმები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. ხ.ს.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.