ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი იმართება

ფესტივალზე მისულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს თაფლი და მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ღონისძიება მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ვაკის პარკში გაიმართა.

ფუტკრის რძე – სასწაულმოქმედი ელექსირი

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონის უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტი.

ღონისძიებაზე საკუთარი ნაწარმი 20-მდე მეფუტკრე ფერმერმა წარადგინა.

ფესტივალზე მისულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს თაფლი და მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ.

ღონისძიება ვაკის პარკში დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათისაა და შესული თანხის ნაწილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაირიცხება.