ფოთში ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

პაციენტებს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა

შემთხვევა ბერდიანსკის ქუჩაზე დღეს მოხდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ორივე პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 70 წლის ქალბატონი და 12 წლის ბავშვი უცნობი აირის ინტოქსიკაციით. ისინი მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევა. იმყოფებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.