ჟინვალში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს–მ თბილისში რუსეთის 20 წლის მოქალქე ნარკოდანაშაულზე დააკავა

პოლიციამ 1994 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული  ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის  გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა.

სამართალდამცველებმა 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“).