ზვიად პატარიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენის კოლექციაში უკვე ათი ტიტულია, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი მედალი.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (United World Wrestling — UWW) ქართველი ზვიად პატარიძე 23 წლამდე ასაკის კატეგორიაში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, ნათქვამია UWW-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს პატარიძემ თავის წონით კატეგორიაში მეექვსედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში მან ნოემბერში ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მთლიანობაში ქართველ სპორტსმენს ათზე მეტი ტიტული აქვს მოგებული.

ქალ სპორტსმენებს შორის კი UWW-მ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად იაპონელი რისაკო კავაი (62 კგ) დაასახელა.