ჩოგოვაძე: უშვილობის გამომწვევი ექვსი მთავარი მიზეზია...

მეან-გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
Sputnik

„უშვილობა – ეს არის წყვილის პრობლემა. უშვილობის 40 პროცენტი არის ქალისმიერი მიზეზებით გამოწვეული, ხოლო 40 პროცენტი კაცისმიერი მიზეზებით გამოწვეული. ანუ თანაფარდობაა. 10 პროცენტია, როცა ორივე პარტნიორის გამოა პრობლემა, ხოლო 10 პროცენტი გაურკვეველი მიზეზებია. უშვილობა შეიძლება არაერთი მიზეზით იყოს გამოწვეული“, – ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

სპეციალისტის განცხადებით, უშვილობის გამომწვევი შეიძლება იყოს: ჰორმონალური დარღვევები, მილოვან-პერიტონალური ფაქტორი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს პათოლოგიები, იმუნოლოგიური უშვილობა, იდიოპათიური უშვილობა, რა დროსაც წყვილს არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება.